https://armstronghse.com/ https://kmigaming.com/ https://orangeros.com/ https://rajavigorslot.web.app/ https://brusselsstreetstudio.com/ https://waroengdiggers.com/ https://turkanayhan.com/ https://onemanduet.com/ https://128.199.182.206/ https://rockwithleadfoot.com/
დაბრუნდება თუ არა 11- კლასიანი სასწავლო პროგრამა საქართველოში? - მეცხრე არხი




განათლება
დაბრუნდება თუ არა 11- კლასიანი სასწავლო პროგრამა საქართველოში?
იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოწვევებია მეთორმეტე კლასში, მათ შორის, საგნობრივ ბადეშიც.

„რაც შეეხება 11 კლასს, ალბათ, არ ღირს აღნიშნულზე საუბარი. იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ 11 - კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება მეთორმეტე კლასს და რეპეტიტორებს, ვიცი, ეს პრობლემა. რეპეტიტორების ინსტიტუტი არ არის ცუდი პრაქტიკა, განვითარებულ ქვეყნებშიც არის, ჩვენთან მან სამწუხაროდ, ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. ახსენეს, რომ თუ რეპეტიტორთან არ მოამზადე ადამიანი, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევსო, ცალსახად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ერთი ფაქტია, ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა არის ის, თუ რატომ არის საზომი და ამოცანა ეროვნული გამოცდების ჩაბარება. რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე, ის ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში, ეს მიდგომა მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენს ბავშვს დაუბრუნებს საშუალო საფეხურის დანიშნულებას.

არა ის, რომ დღეს ყველა მოწადინებულია ბოლო კლასებში მოემზადოს რეპეტიტორთან და დაძლიოს ეროვნული გამოცდები. კი, არის გამოწვევები მეთორმეტე კლასში, საგნობრივ ბადეშიც არის. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად და პირველ რიგში მას გვინდა ვუმკურნალოთ, ბავშვებს არჩევითობა შევთავაზოთ ინტერესებიდან გამომდინარე, იქნება ეს ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო თუ პროფესიული განათლება. ეს მოგვცემს ცვლილებას და არა ის, რომ ახლა ვთქვათ, რომ მეთორმეტე კლასში რაღაც მკაცრი სანქციები შემოვიღოთ, რათა ბავშვები სკოლაში დავაბრუნოთ. გავიმეორებ, რომ ეროვნული შეფასება უნდა დავაბრუნოთ. თუ ეროვნული შეფასება არ იყო, მათ შორის, გარკვეული პერიოდის შემდეგ სავალდებულო, მაშინ რეალურად მივიღებთ ნიშნების ინფლაციას“,
-აღნიშნა მინისტრმა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -4 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
ასპინძა -4 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი -2 °C
img
თბილისი 3 °C
img
აბასთუმანი -7 °C
img
ბაკურიანი -7 °C
img
ნინოწმინდა -11 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.5790
EUR
EUR
1
2.8708
RUB
RUB
100
2.7962
TRY
TRY
1
0.0853
USD
USD
1
2.6530
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.