განათლება
კოლეჯ "ოპიზარის" ვეტერინარიის სტუდენტს, ისრაელის საელჩოს სპეციალური ჯილდო გადაეცა
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში, კოლეჯ ,,ოპიზარის,, ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, იშხან ვარდანიანს ისრაელის საელჩოს სპეციალური ჯილდო გადაეცა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები 10 იანვარს, ოთხ საკონკურსო კატეგორიებში გამოვლინდნენ:
- წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
- წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
- წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
- წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
სპეციალური პრიზები დააწესეს საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში. სწორედ ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა იშხან ვარდანიანი.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
გააზიარეთ :