ერთად შევქმნათ ჭადრაკის დაფა ახალციხეში - შორენა გიგოლაშვილი
17:25 / 13.01.2024
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა სახსრების მოზიდვა და სკოლისთვის საჭადრაკო დაფის შეძენა გადაწყვიტა. ე.წ. ქრაუდფანდინგის საშუალებით 2415 ლარი შეაგროვა.
,,დანარჩენ დაფინანსებას „ორბელიანი მეტი“ დაფარავს და სულ მალე, ახალციხეში პირველად, I საჯარო სკოლაში გავაკეთებთ ჭადრაკის დაფას. ე.წ. „ქრაუდფანდინგი“ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან სიახლეა და ჩემს რეგიონში მცხვორებ ადამიანებს უჭირთ გაიგო მისი არსი. ერთი ადამიანისგან გადმორიცხული 1 ლარიც საკმარია ხოლმე დადებითი ცვლილებებისთვის“ - ამბობს შორენა გიგოლაშვილი.
შორენასთვის მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიება იყო. ამიტომ ჩაერთო მშობელთა ასოციაციის პროექტში “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”, რომლის ფარგლებშიც გაიარა ტრენინგი „როგორ მოვიძიოთ ფინანსები სასკოლო საჭიროებებისთვის“, სადაც პირველად გავიგე სახალხო დაფინანსების შესახებ.
,,შემდეგ მივმართე პლატფორმას „ორბელიანი მეტი“, კიდევ უფრო მეტი გავიგე, როგორ ვაწარმოო კამპანია თანხის მოსაზიდად და შევუდექი ამ საქმეს“ - აღნიშნავს შორენა. თანხის შეგროვების პროცესში ასოციაცია ტოლერანტს მიაკითხა. გაარკვია, რომ ტოლერანტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ” შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის” ფარგლებში ჩამოყალიბებული ჰქონდა მშობლეთა საბჭოები ახალციხის სკოლებში და აწარმოებდნენ ადვოკატირების კამპანიებს სხვადასხვა მიმართულებებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაც შედგა.
,,ყოველთვის მაწუხებდა, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში მცხოვრები ბავშვები არ არიან განებივრებული შემეცნებითი წრეების მრავალფეროვნებით. ახალციხეში არაფორმალური განათლების მიღების ბევრად ნაკლები შესაძლებლობაა.
რადგან ჩვენს ქალაქში ჭადრაკი ძალიან პოპულარულია, ვიფიქრე, კარგი იქნება, ჩემი შვილის სკოლის ეზოში ჭადრაკის გარე დაფას თუ მოვაწყობდით. დაწყებით კლასებში ჭადრაკი ისწავლება კიდეც და გარე დაფა დამატებითი თვალსაჩინოება იქნება"- წერს შორენა გიგოლაშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.