აბასთუმნის ობსერვატორიაში ასტროტურებზე ექსკურსიები ხვალიდან უნდა განახლდეს
აბასთუმნის ობსერვატორიაში ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება ხვალიდან, 1-ლი მარტიდან განახლდება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ობსერვატორიაში ტელესკოპზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2024 წლის 29 თებერვლამდე შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ გაავრცელა.
"ტელესკოპზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღისა და ღამის ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება დროებით (01.01.2024 წ.– 29.02.2024 წ.) შეჩერებულია" - ნათქვამია განცხადებაში.
ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საექსკურსიო მომსახურება 2024 წლის მარტიდან აღდგება.