„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფორმატი შეიცვალა
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი და ადგილობრივ დონეზე სტანდარტები განსაზღვრეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. როგორც ახალქალაქის საკრებულოს Facebook გვერდი იტყობინება, წელს პირველად, ეროვნულ დონეზე გასვლამდე, ახალქალაქში კონკურსი ადგილობრივ დონეზე იქნება ორგანიზებული, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ექნებათ მონაწილეობის საშუალება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურ ფორმატში.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ ადგილობრივ დონეზე კონკურსის ჩატარების მიზნით შეიმუშავეს შემდეგი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით შეირჩევიან „მასწავლების ეროვნული ჯილდოს“ მონაწილეები.
აუცილებელი მოთხოვნები:
მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი,
სამუშაო გამოცდილება – 15 და მეტი წელი,
არ უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელობის ან ადმინისტრაციის წევრი.
კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტის“ კონკურსში, რომელშიც ასახული უნდა იყოს:
სტრატეგია და კონკრეტული მოქმედებები,
სკოლის მისია და შეხედულებები,
სკოლის გაერთიანების სარგებელი,
ქმედება, რომელიც მშობლების ჩართულობას უზრუნველყოფს,
რეალიზაციის ადგილი (სკოლა, მუნიციპალიტეტი და ა.შ.),
გამოყენებული რესურსები.
კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციები.
როგორც ახალქალაქის საკრებულოს Facebook გვერდი იტყობინება, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით კონკურსი ადგილობრივ დონეზე მასწავლებელთა პატივისცემისა და სათანადო შეფასების დღესასწაულად გადაიქცევა.