დღეიდან მასწავლებლებს ხელფასი გაეზრდებათ
დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
განათლების სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით - 8000-მდე, 700 ლარით - 5000 -მდე, 800 ლარით - 3000 - მდე პედაგოგს ეზრდება, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს. დაახლოებით, 25% მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400-ლარამდე ეზრდება. მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეეხება ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.