ახალციხეში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 18 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.
გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ჯამში 434 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული თუმცა მათგან 18 არ გამოცხადდა.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, ცენტრი ინფრასტრუქტურულადაც გამართულია, ტექნიკური პრობლემა არ შეგვქმნია“ - გვითხრა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა შალვა ოთანაძემ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდები 4 და 5 ივლისსაც გაგრძელდება.
2024 წელს ქვეყნის მასშტაბით, 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.