აბიტურიენტები დღეს უცხო ენას ორ სესიად აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენის გამოცდით გრძელდება. დღეს აბიტურიენტები ინგლისურ ენას ორ სესიად აბარებენ.
წელს დარეგისტრირებულია 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისსა და 11 ქალაქში. 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26-ში ფიზიკის გამოცდით დასრულდება.