რა შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ მაგისტრატურაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება
პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, მსურველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებების გარეშე, მხოლოდ 1-წლიან სამაგიტრო პროგრამებზე შეეძლებათ. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, "არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე (იგივე, 1-წლიან პროგრამებზე) მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა". თუმცა, მისი დასრულება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი ვერ იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებების თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ნაწილობრივ დისტანციური ხდება. რიგ მიმართულებზე კი, ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი.
არსებული ინფორმაციით, ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამას.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარიც.
პროექტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.