განათლება
ზარზმის ბავშვთა აკადემია გამარჯვებულ ბავშვებს 5 აგვისტოს დააჯილდოვებს
ფოტო არქივიდან
მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვება 5 აგვისტოს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, 18:00 სთ-ზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მათემატიკაში ოლიმპიადა მაისის ბოლოს ორ ეტაპად ჩატარდა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთიდან მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები 30 გამარჯვებულზე გადანაწილდა.
მათემატიკაში ოლიმპიადა, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლების 8-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდმა “სავანემ “ ჩაატარა. თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი მოსწავლე გამოვლინდა.
საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, ხოლო „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აკადემია მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ ასწავლის. აკადემიის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს შანსი აქვთ ისწავლონ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში.
წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში, ზარზმის ბავშვთა აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მათემატიკის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა ბალკანეთის ოლიმპიადაზე.
შედეგი აკადემიის წევრებმა 6 საპრიზო ადგილი დაიკავეს, მათ შორის 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ვერცხლის მედალოსნები არიან: სანდრო ჟღენტი (კომაროვი), ვანო ელიზბარაშვილი (კომაროვი), გიორგი გუმბერიძე (კომაროვი), ალექსანდრე კაცია (კომაროვი) და თორნიკე მანწკავა (ვეკუა). ბრანჯაოს მედალი კი ნიკოლოზ ფხაკაძემ (კომაროვი) მოიპოვა.
გააზიარეთ :