რა სიახლეებითა და გეგმებით ხვდება ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო
გიორგი ამილახვარმა განმარტა როგორ ხვდება სახელმწიფო ახალი სასწავლო წლის დასაწყისს. ამ თემაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დაახლოებით 200 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც დაახლოებით ნახევარი მიმდინარე წლის ბოლოს ჩაბარდება, დანარჩენი ნაწილი კი გეგმის მიხედვით, შემდეგ წელს დასრულდება.
„შემიძლია დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე ათეული სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება, რაზეც ალბათ პრემიერ-მინისტრი თავადაც გააკეთებს განცხადებას უახლოეს მომავალში. 60-მდე რეაბილიტირებული სკოლა უკვე ჩაშვებულია [ექსპლუატაციაში] და 40-მდე კიდევ მოესწრება წლის ბოლომდე.
რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, სახელმძღვანელოები, ე.წ. ბუქები ყველა პირველკლასელს. წელს ასევე სიახლე გვაქვს - პირველ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს ჰქონდათ [რეგისტრაციის უფლება] და, შესაბამისად, უფრო მეტი პირველკლასელი გვყავს. ეს არის ის დიდი სიახლეები, რომლებითაც სასწავლო წლის დაწებას ვხვდებით“, - განაცხადა მინისტრმა.