სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო.
დღეს, 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო სამცხე-ჯავახეთის ყველა სასწავლო დაწესებულებაში. ყველა პირველკლასელმა მიიღო პორტაბელური კომპიუტერი, სასწავლო წიგნები და ადგილობრივი მერიებისგან საჩუქრად საკანცელარიო ნივთები.
2024-2025 სასწავლო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.