სამცხე-ჯავახეთის სკოლებში 1 893 პირველკლასელი მივიდა
სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში, უნივერსიტეტებში თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში, ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყო.
ახალ სასწავლო წელს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ ის მოსწავლეები, ვინც სკოლაში ფეხი პირველად შედგეს.
2024-2025 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთს 1 893 პირველკლასელი ეყოლება, მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი რაოდენობა ასე გამოიყურება:
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში დღეის მდგომარეობით 550 პირველკლასელია, ბორჯომში 172, ადიგენში 166, ასპინძაში 116, ახალქალაქში 590 და ნინოწმინდაში კი ამ დროისათვის 299 პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი.
როგორც რესურსცენტრებში ამბობენ, შესაძლოა ეს ციფრები კიდევ შეიცვალოს.
2024-2025 სასწავლო წელს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.