როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები
ყოველწლიურად წარჩინებული მოსწავლეები სკოლის დასრულების შემდეგ ოქროს ან ვერცხლის მედალს იღებენ. მედლების გაცემის მიზანი კი მათი წახალისება და მოტივაციის ამაღლებაა. აბიტურიენტთა ჯგუფში მედლების მიღების თარიღთან დაკავშირებით არაერთხელ იკითხეს. ასევე, უნდათ ინფორმაციის დაზუსტება - მართალია თუ არა, რომ ოქროსმედალოსნები ფულად ჯილდოს, კერძოდ 500 ლარს, მიიღებენ.
,,გასული წლის მედალოსნებისათვის მედალთა გადაცემა უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ველოდებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. როგორც კი მოგვაწვდის, გაცემას დავიწყებთ. წლევანდელი კურსდამთავრებულებისათვის მედალთა გადაცემის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს.
რაც შეეხება ფულად ჯილდოს, სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მედლითა და შესაბამისი სერტიფიკატით აჯილდოებს. ფულადი ჯილდო გათვალისწინებული არ არის. თუმცა, რეგიონებში შესაძლოა, გამგეობებს წახალისების პროგრამები ჰქონდეთ და წარჩინებულ მოსწავლეებს ისინი აჯილდოებდნენ" - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.