როდის დაირიცხება მასწავლებელთა ხელფასები ახალი ფორმულით
როდის დაირიცხება მასწავლებელთა ხელფასები ახალი ფორმულით - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის პედაგოგები ახალი ფორმულის შესაბამისად, ანაზღაურებას თვის ბოლოს მიიღებენ.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენ ეტაპად განხორციელდება ხელფასის ჩარიცხვა, უწყებაში განმარტავენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სამინისტროსგან ვაუჩერებს მიიღებენ და ხელფასებიც ამის შემდეგ დაირიცხება.
გარდა ამისა, etaloni.ge - ს ინფორმაციით, რესუსრცენტრი სკოლის დირექტორებსა და/ან ფინანსურ მენეჯერებთან ერთად დეტალურად სწავლობს პერსონალის შრომის ანაზღაურების საკითხს, რათა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შეუფერხებლად მოხდეს ხელფასების გადახდა.