პედაგოგების ნაწილისთვის ანაზღაურების დაანგარიშების წესი შეიცვალა
მასწავლებლის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება.
,,მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მათი ცოდნის გამდიდრების მიზნით, ეროცნული სასწავლო გეგმა საშუალო საფეხურზე, განსაზღვრავს არჩევითი საგნების მრავალფეროვან ჩამონათვალს და ასევე სკოლას აძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეთა ინტერესბის გათვალისწინებით, ჩამონათვალისგან განსხვავებული კურსი შეადგინოს და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართოს.
არჩევითი კურსების ანაზღაურება მოხდება ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით. მათ შორის ეს შეეხება უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ყველა და იმ არჩევით საგნებსაც, რომელიც ორი ან მეტი საგნობრივი ჯგუფისთვის საზიაროა (მაგალითად მედიაწიგნიერება).
აღნიშნული ცვლილება ემსახურება ერთის მხრივ მოსწავლეთა ინტერესების წახალისებას და მეორეს მხრივ, მასწავლებელთა შრომის დაფასებას" - აღნიშნულია გამოცემა ,,ეტალონის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცვლილება ძალაში 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა.