განათლების მინისტრს ხუთი მოადგილე ეყოლება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ კანონში შევიდა.
მთავრობის დადგენილებით, მინისტრს ახლა უკვე 5 მოადგილე ეყოლება, იქამდე კი მოადგილეების რაოდენობა ოთხს შეადგენდა.
დადგენილება, 2024 წლის 5 ნოემბრიდან ამოქმედდა.