განათლება
ასპინძაში, დამალისა და ტოლოშის სკოლების რეაბილიტაციითსვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ასპინძის სოფელ დამალისა და სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
დამალის საჯარო სკოლა 840 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება 6 760 000 ლარზე მეტია, ხოლო სოფელ ტოლოშის - 260 მოსწავლეზეა გათვლილი მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება 2 543 700 ლარამდეა.
პროექტის ფარგლებში ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; საკონფერენციო და სააქტო დარბაზები; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის სისტემებით. აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.
გააზიარეთ :