სამცხე-ჯავახეთის 16 სკოლაში მედიაწიგნიერების საგანს სწავლობენ
2024 წლიდან მედიაწიგნიერების არჩევით საგანს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძისა და ადიგენის 16 საჯარო სკოლა ასწავლის.
გარდა სამცხე-ჯავახეთისა, საგანი მიმდინარე წლიდან, უკვე საქართველოს 227 სკოლაში ისწავლება.
სკოლებში, მედიაწიგნიერების საგნის სწავლება 2022 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) ინიციატივით დაიწყო, რომელიც „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
შედეგად, X, XI და XII კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სწავლობენ.