რომელ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებშია სწავლა შეჩერებული
საქართველოში მიმდინარე პროცესებს არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება თავისებურად გამოეხმაურა. 2 დეკემბერს, სასწავლო პროცესი არაერთ სკოლაში შეწყდა, რომელთა მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი არსებულ ვითარებას აპროტესტებს.
თავდაპირველად, სასწავლო პროცესი კერძო სკოლებმა შეაჩერეს, მოგვიანებით გაფიცულებს საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ, მათ შორის რეგიონებიდან. სასწავლო პროცესი სრულად არ შეჩერებულა, თუმცა გაკვეთილებს არ ესწრება ახალციხის სკოლების მოსწავლეების ნაწილი.
სწავლა შეჩერდა უმაღლეს სასწავლებლებშიც. გთავაზობთ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, სადაც ამ მომენტისთვის სასწავლო პროცესი არსებული ვითარების გამო შეწყვეტილია და მასში სტუდენტები სრულად ან ნაწილობრივ არიან გაფიცულები:
უმაღლესი სასწავლებლები:
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
ილიაუნი
საბაუნი
GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ალტერბრიჯი
KIU - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
აგრარული უნივერსიტეტი
თავისუფალი უნივერსიტეტო
სკოლები:
კომაროვის სახელობის სკოლა
წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა
ნიუტონის თავისუფალ სკოლა
მწვანე სკოლა
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული სკოლა
UG სკოლა.