ვინა არიან FLEX -ის პროგრამის ფინალისტები ახალციხიდან
FLEX-ის პროგრამის 2025-2026 წლის ფინალისტები ცნობილია. ახალციხიდან FLEX-ის პროგრამის ფინალისტები ამ დროისათვის, კესარია მანველიშვილი და ნუცა ტაბიძე არიან. მათ პროგრამის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ და სიახლე აცნობეს.
უკვე, ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” ფუნქციონირებს, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ადმინისტრირებას უწევს.
"FLEX” პროგრამის გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფინანსებული იქნება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე 10 და მე-11 კლასის, 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები ირიცხებიან და სწავლობენ სკოლაში, საქართველოში და ფლობენ ინგლისურ ენას.