საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო 44 კერძოა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64% კი თბილისშია.
ამასთან, კვლევის თანახმად, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 23.7 ათასი. შედეგად, გამოიკვეთა, რომ სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქსტატის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამში 187.8 ათასი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ამასთან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რაოდენობის 57.7%, ხოლო კერძოში - 42.%.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%ით მეტია.