სახელმძღვანელო, რომლითაც დღეს მოსწავლეებს ასწავლიან, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმძღვანელო, რომელსაც საგან ,,მე და საზოგადოებას" სკოლებში ასწავლიან მოძველებულია და ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას აფერხებს.
2024 წელს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი არ გამოცხადებულა, შესაბამისად, არც რეცენზირების პროცესი შემდგარა.
საგანი ,,მე და საზოგადოება" კვლავ მოძველებული, 2018 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ისწავლება, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს და აფერხებს ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას.
მასწავლებლებს უფლება აქვთ საგნის თემების სწავლებისას გამოიყენონ ნებისმიერი დამხმარე რესურსი, მათ შორის გზამკვლევები, თუმცა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების როლი სასწავლო პროცესში უმნიშვნელოვანესია.
სამინისტროს განცხადებით, გრიფირების კონკურსის გამოუცხადებლობა სხვა მიზეზებს შორის გამოწვეული იყო საგნის სტანდარტების ცვლილებითაც.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესის სათანადოდ განსახორციელებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ იგი წარიმართოს განახლებული და გრიფმინიჭებული, ან სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით, რადგან ამ შემთხვევაში სახელმძღვანელოების ადამიანის უფლებათა სტანდარტების თავსებადობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ წინასწარ ფასდება.