15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, ახალი 2016–2017 სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო სკოლაში განახლდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცეს.
„მიხარაია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებულ და აქტიურ წელიწადს გისურვებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით გამორჩეულები და სამომავლოდ გამოადგებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მუნიციპალიტეტს“– ამ სიტყვებით მიმართა გამგებელმა, ზაზა მელიქიძემ საჯარო სკოლებში შეკრებილ საზოგადოებას.
გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა პირველ კლასელს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცეს.
|