ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
რეგისტრაციის პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. გამოცდების
ეროვნული ცენტრის ცნობით, 19 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 31 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის 12 500 მასწავლებელი
დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი
2500-მა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის
ელექტრონული განაცხადი 7000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო. ამასთან,
ცენტრი რეგისტრაციის მსურველებს აფრთხილებს, რომ სარეგისტრაციო ვადის
ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი დღეს,
18:00 საათზე დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 19
მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 31
ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო
გამოცდისათვის 12 500 მასწავლებელი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო
კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2500-მა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო
სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 7000-ზე მეტმა
აპლიკანტმა შეავსო.
ამასთან, ცენტრი რეგისტრაციის მსურველებს აფრთხილებს, რომ
სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ
გაივლიან.