ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში პედაგოგები პროტესტს აგრძელებენ. ამ
დროისათვის მასწავლებლები კლასებში იმყოფებიან, თუმცა გაკვეთილებს არ
ატარებენ. ყველა კლასის კარი ღიაა და პედაგოგები მოსწავლეებს
თავისუფალ თემებზე ესაუბრებიან. ისინი აცხადებენ, რომ ამ სახით
პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ
მეხუთე სკოლის პედაგოგებმა 86–ვე მასწავლებლის მიერ ხელმოწერილი
განცხადება განათლების სამინისტროს გაუგზავნეს, სადაც ისინი სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ნანა დათაშვილს
მოითხოვენ. პედაგოგიური კოლექტივის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დირექტორის მოვალეობის ახალი
შემსრულებელი წარადგინა. ინგა ვარდიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 12
მარტს სამინისტრომ დაამტკიცა. 13 მარტს კი იგი სამსახურში გამოცხადდა,
რასაც პედაგოგთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ნანა
დათაშვილმა სკოლის ბეჭედი და დოკუმენტაცია უკვე გადასცა,
მასწავლებლები ინგა ვარდიძესთან მუშაობას არ აპირებენ.
ახალციხის მეხუთე საჯარო
სკოლაში პედაგოგები პროტესტს აგრძელებენ. ამ დროისათვის მასწავლებლები
კლასებში იმყოფებიან, თუმცა გაკვეთილებს არ ატარებენ. ყველა კლასის
კარი ღიაა და პედაგოგები მოსწავლეებს თავისუფალ თემებზე ესაუბრებიან.
ისინი აცხადებენ, რომ ამ სახით პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ
დააკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ მეხუთე სკოლის პედაგოგებმა 86–ვე მასწავლებლის მიერ
ხელმოწერილი განცხადება განათლების სამინისტროს გაუგზავნეს, სადაც
ისინი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ნანა
დათაშვილს მოითხოვენ.
პედაგოგიური კოლექტივის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხის
საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დირექტორის მოვალეობის ახალი
შემსრულებელი წარადგინა. ინგა ვარდიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 12
მარტს სამინისტრომ დაამტკიცა. 13 მარტს კი იგი სამსახურში გამოცხადდა,
რასაც პედაგოგთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ნანა
დათაშვილმა სკოლის ბეჭედი და დოკუმენტაცია უკვე გადასცა,
მასწავლებლები ინგა ვარდიძესთან მუშაობას არ აპირებენ.