დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები ცნობილია. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ პირთა სიას აქვეყნებს,
რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის
შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და დირექტორობის უფლება
მოიპოვეს. მინისტრის #162 ბრძანება სამინისტროს გვერდზე დღეს
გამოქვეყნდა. “ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი
თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში” – ნათქვამია
დოკუმენტში. ახალციხის სკოლებიდან სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე,
გასაუბრების ეტაპში მონაწილეობა ახალციხის პირველი სკოლის დირექტორმა
მაკა ჯანაშვილმა, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა ნანა დათაშვილმა და მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა
ზაზა თამარაშვილმა მიიღეს. აქედან სერტიფიცირების ეტაპი წარმატებით
ზაზა თამარაშვილმა გაიარა. “იმდენად მოულოდნელი იყო ეს პასუხი
ჩემთვის, რომ მგონია, ტექნიკური ხარვეზი გაიპარა” – აცხადებს “მეცხრე
არხთან” მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნანა დათაშვილი. მან სასერტიფიკაციო გამოცდების პირველ ეტაპზე 90 ქულა
დააგროვა.
დირექტორთა
სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები ცნობილია. საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც
წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი
კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და დირექტორობის უფლება მოიპოვეს.
მინისტრის #162 ბრძანება სამინისტროს გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში,
თბილისის საქალაქო სასამართლოში” – ნათქვამია დოკუმენტში.
ახალციხის სკოლებიდან სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე, გასაუბრების
ეტაპში მონაწილეობა ახალციხის პირველი სკოლის დირექტორმა მაკა
ჯანაშვილმა, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა ნანა დათაშვილმა და მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა
ზაზა თამარაშვილმა მიიღეს. აქედან სერტიფიცირების ეტაპი წარმატებით
ზაზა თამარაშვილმა გაიარა.
“იმდენად მოულოდნელი იყო ეს პასუხი ჩემთვის, რომ
მგონია, ტექნიკური ხარვეზი გაიპარა” – აცხადებს
“მეცხრე არხთან” მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ნანა დათაშვილი. მან სასერტიფიკაციო გამოცდების პირველ
ეტაპზე 90 ქულა დააგროვა.