10 ივლისს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობზე ტესტირება
გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა სიას ავრცელებს. ტესტირებაზე
დაშვებული კონკურსანტები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) უნდა გამოცხადდნენ და თან
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იქონიონ.
http://mes.gov.ge/content.php?id=4705&lang=geo
http://mes.gov.ge/uploads/News/testis%20struqtura.pdf
შეგახსენებთ, რომ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი 18 იანვარს გამოაცხადდა.
აღნიშნული თანამდებობა 2010 წლიდან ნინო დემეტრაძეს ეკავა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის 1 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რის შემდეგაც, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ დრომდე დიანა ინასარიძე ხელმძღვანელობს.
ვინ გახდება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ამას ტესტირება გამოავლენს.
|