სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი
სრული პროფესორი მერაბ ბერიძე გახდა. რექტორის არჩევნები
სასწავლებელში დღეს გაიმართა. კენჭისყრაში აკადემიური საბჭოს 8
წევრი მონაწილეობდა. ოქმი 13:25 საათზე შედგა. ხმის მიცემა ფარულად
წარიმართა. 8 ხმიდან ერთი ბიულეტენი გაუქმდა, ერთი გურამ კუტალაძემ, 6
კი მერაბ ბერიძემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებისთვის, კონკურსში მონაწილეობას 2 კანდიდატი იღებდა. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად მერაბ ბერიძე და გურამ კუტალაძე იბრძოდნენ.
უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე კონკურსის შედეგებს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ აკადემიურმა საბჭომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. გურამ კუტალაძე სასწავლებლის ასოცირებულ პროფესორს, ფილოლოგიის დოქტორს, მაკა კაჭკაჭიშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს.
დეტალებს თემის შესახებ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.
|