18 ივლისს აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა ისტორიაში ჩააბარეს. ტესტირების პროცესი ორ სესიად გაიმართა.
ახალციხის საგამოცდო ცენტრში სულ 313 აპლიკანტი დაფიქსირდა, მათგან 12 ტესტირებაზე არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის თქმით, გამოცდის მსვლელობისას დარღვევები არ დაფიქსირებულა.
აბიტურიენტები არჩევით გამოცდას 19 ივლისს ლიტერატურაში ჩააბარებენ.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.
|