ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ახალციხეში 11 ივლისს ტესტირება მასწავლებლებსა და მაგისტრანტ სტუდენტებს ჩაუტარდათ.
პირველ სესიაზე გამოცდა მასწავლებლებმა, ბიოლოგიაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 339 მასწავლებლიდან 111 მათგანი არ გამოცხადდა.
მეორე სესიაზე სამაგისტრო გამოცდა სტუდენტებს ჩაუტარდათ. საგამოცდო ცენტრში 65 აპლიკანტიდან ოთხი მაგისტრანტი არ მივიდა.
გამოცდები მასწავლებლებისთვის კიდევ ორი დღის განმავლობაში 12–13 ივლისს გაგრძელდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორია–გეოგრაფიასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ხოლო, 14 ივლისიდან ტესტირებას არჩევით საგნებში კვლავ აბიტურიენტები გაივლიან.
|