მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდების განრიგი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მე-12 კლასელებისთვის, 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი დამტკიცდა.
დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.
დამტკიცებული განრიგი ასეთია:
21 მაისი – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა და გეოგრაფია;
22 მაისი – უცხოური ენები; ბიოლოგია;
23 მაისი – ისტორია; ფიზიკა;
24 მაისი – მათემატიკა; ფიზიკა;
25 მაისი – ქიმია.