ივლიტის ბიბლიოთეკას 200-მდე წიგნი შეემატა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტის ბიბლიოთეკას 200-მდე წიგნი შეემატა.
გამგეობის ინფორმაცით, დაწესებულებას სხვადასხვა ჟანრის მხატრული ლიტერატურა საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადასცა.
ივლიტის ბიბლიოთეკაში წიგნები დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა თავად მიიტანა.