რა მოლოდინი მაქვს
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს თავისუფალი სამყაროს თანადგომით და უკრაინელების ეროვნული განწყობით. თავისუფალი სამყაროს ბუნებაა სწორედ თანადგომა. ასეთი იყო აღმოსავლეთ ევროპა 2008 წელსაც, რომლის ლიდერები სწორედ თავისუფლების მოედანზე ერთად იდგნენ თბილისში.
მსოფლიო ეკონომიკას ოთხი მთავარი ფინანსური ცენტრი უდგას მწყემსად. ეს არის ნიუ-იორკის, ლონდონის, ციურიხისა და ტოკიოს საფონდო ბირჟები. ჩინეთის ეკონომიკა ბუშტია, იმ შემთხვევაში თუ იგი ლიბერალური ეკონომიკების საწინააღმდეგოდ იმოძრავებს. აზიის ცენტრიდანული, ანუ ვერტიკალური ეკონომიკების ცივილეზებულ ანუ ჰორიზონტალურ ეკონომიკებთან შეპირაპირება სადღაც, რომელიღაც ეკონომიკურ გარემოში უნდა შედგეს. სადღაც უნდა მოხდეს მათი შეერთება და გარდასახვა და შემდეგ გავრცობა.
2 600 წლის წინ ინდო-ჩინური და რომაული მონეტების შეპირაპირებას, შემდეგ გარდასახვას ანუ კონვერტაციას ამერიკული დოლარი არ ახდენდა, არც ევრო და არც სხვა რომელიმე ვალუტა. კოლხური თეთრი ერქვა ამგვარი ფუნქციის ვალუტას. ორტაღები ერქვათ ასევე მე-8 საუკუნის ფინანსურ ცენტრებს საქართველოში…
წინათ გითხარით რომ ჩვენ ვიცით ფაქტები საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ნაკლებად ვიცით ამ ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამისთვის სარაჯიშვილის გახსენებაც საკმარისია. კითხვა - რატომ გახსნა სარაჯიშვილმა დამატებით წარმოებები ბაქოში, ერევანსა და ვლადიკავკაზში? აქ რა ადგილები არ ეყო ამისთვის?
საქმე ისაა, რომ ამ წარმოებების ქსელიდან კაპიტალი აკუმულირდებოდა თბილისში, რადგან ის კავკასიის ცენტრი იყო მუდამ. ეს პროცესი კი კავკასიის ეკონომიკურ შეკავშირებულობას ქმნიდა. ეს კი ის ადგილი იყო სწორედ, რაც გლობალური ეკონომიკების შეერთებას შეძლებდა.
დღევანდელობასთან პარალელისთვის TRACECA დავმარცვლოთ, ესაა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი.
მოლოდინი კი შემდეგი მაქვს. ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა და ისტორიული კანონზომიერება მოითხოვს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, მაღალი სტანდარტის კერძო საკუთრების და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საფონდო ბირჟის სწრაფი დანერგვით. პეკინს და ლონდონს ჭირდება ეს და ამიტომ წინ ვერავინ დაუდგება გამოწვევას. ამ გამოწვევას საქართველომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობიას პოზიციიდან არ უნდა უყუროს, თავად უნდა გასცეს კონტინენტური გეოპოლიტიკის სიგნალები. ამას ვაკეთებდით სტრაბონიდან სტალინამდე და კოლხური თეთრიდან პირველი რესპუბლიკის ბონებამდე.