საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ტოლერანტის" ხელმძღვანელი ინტერვიუში იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსმა ახალციხესა და ზოგადად, მთელ სამყაროში შექმნა. ცირა მესხიშვილის აზრით, კორონავირუსმა სოფლად არსებული ისეთი პრობლემებიც წარმოაჩინა, რომელსაც აქამდე ყურადღებას არავინ აქცევდა.