მაღაზიებში შესვლისას ყოველთვის უნდა იქონიოთ პირბადე - ეს არის ინფექციონისტების პირველი რეკომენდაცია ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნის შემდეგ. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ქეთევან ჯინჭველიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ყველა წესი ზედმიწევნით დაიცვან. ექიმის თქმით, სავაჭრო ობიექტების ნაწილი ყველა მითითებას ჯერ ვერ ასრულებს, მაგალითად როგორიცაა თერმოსკრინინგი. თუმცა რეგულაციების დაცვას მეწარმეები ეტაპობრივად შეძლებენ.