ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მასპინძელი ბიზნესისთვის შემუშავებული რეგულაციების დაკმაყოფილება ძირითადად, საოჯახო სასტუმროებს გაუჭირდებათ - ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე. შალვა ბერძენიშვილმა რეკომენდაციები, თვითმმართველობის წევრებთან ერთად მოისმინა. რეგიონის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის, ვიზიტორებისთვის ახალი შეთავაზებების გეგმაზე მუშაობენ.