მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო კოლეჯ „ოპიზარში“ სასწავლო პროცესი შეჩერდა, ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყო ფიქრი, როგორ ჩაენაცვლებინათ პროფესიული განათლება დისტანციური სწავლებით. პანდემიის გარდა, კოლეჯის კიდევ ერთი გამოწვევა, პროგრამების ავტორიზაციაა, რა პროცესსაც ახლა გადიან. ამასთან, გაერთიანდა საგაზაფხულო და საშემოდგმო მიღება და რვა პროგრამაზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს. როდის განაახლებს ჩვეულ რეჟიმში სწავლებას კოლეჯი - ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. „ოპიზარმა“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე შემოწმება უკვე გაიარა.