ჯანდაცვა
ქრონიკულად დაავადებულთათვის მედიკამენტების შეძენა განახევრებულ ფასად არის შესაძლებელი
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფაარგლებში ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად ხუთ სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ:
PSP, ავერსი, GPC, ფარმადეპო, სახალხო აფთიაქი - მოემსახურებიან ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ისეთი, როგორიც არის
✔გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
✔შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
✔ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
✔ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
✔ეპილეფსია;
✔პარკინსონის დაავადება.
პროგრამით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც არიან:
✔სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;
✔საპენსიო ასაკის მოქალაქეები
✔მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
✔პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
✔ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.
პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.
გააზიარეთ :