აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდა. დაწესებულებაში კლინიკური მენეჯერის პოზიციას ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კახა ბერიძე იკავებს.
„დირექტორი ცალკეა, სამედიცინო დარგში მენეჯერი მე ვიქნები. მაისიდან ვარ ოფიციალურად დანიშნული“, - ამბობს კახა ბერიძე.
დირექტორი რევაზ ჟღენტია, რომლსაც აქამდე ტუბსაავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.
აბასთუმანში, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას მაისის ბოლოს ვარაუდობენ.
სარეაბილიტაციო ცენტრი კურორტ აბასთუმნის შესასვლელში