აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტები მიიღო. რეაბილიტაციის კურსს ჯერჯერობით, ოთხი პაციენტი გადის. ცენტრში ამბობენ, რომ ოთხივე მათგანი ადგილობრივია.
"აბასთუმნის მოსახლეობაა, სოციალურად დაუცველი ფოკუს-ჯგუფიდან არიან, სარეაბილიტაციო კურსის 20-დღიან პროგრამაში არიან ჩართულნი. ჯერ კიდევ მუშა პროცესია, ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია, ხდება პაციენტების შერჩევა და სარეაბილიტაციოდ გამოგზავნისთვის მომზადება. რამდენი გვეყოლება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რამდენსაც გამოგვიგზავნის სპეციალური კომისია, იმდენი გვეყოლება", - გვითხრა ცენტრის დირექტორმა რევაზ ჟღენტმა.
100 პაციენტზე გათვლილი ცენტრის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით, 6 მლნ. ლარამდე დაჯდა. ცენტრის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტუბსაავადმყოფოს ადგილზე სასტუმროს მშენებლობა გადაწყდა.