ჯანდაცვა
ბორჯომში H1N1 ვირუსის შემთხვევებმა იმატა
ბორჯომში, გრიპის ვირუსით დაავადებული მოქალაქეების რიცხვმა იმატა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვირუსი მაღალი ტემპერატურით ხასიათდება და რამდენიმე დღე გრძელდება.
ბორჯომის მცხოვრებლების თქმით, გრიპის ვირუსით, ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვები და ახალგაზრდები ავადდებიან.
ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია.
სამედიცინო ცენტრს გრიპის ვირუსით და მაღალი სიცხით განსაკუთრებით 16-იდან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მიმართავენ.
ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 8 პაციენტი გადის. როგორც ექიმი ინფექციონისტი მანანა სახეჩიძე-კალანდია განმარტავს, რთული შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა და პაციენტები მკურნალობას ექვემდებარებიან.
,,ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობამ იმატა, ძირითადად ეს ვირუსი დაფიქსირებულია, როგორც H1N1 ვირუსი, რომელიც 2009 წელს იყო გავრცელებული, მაგრამ უფრო ნაკლები შტამია და გართულებებიც ნაკლებია'' - განუცხადა ექიმმა ტელეკომპანია ბორჯომს.
გააზიარეთ :