"მოჰყავთ ბავშვები მაღალი სიცხით" - ახალციხეში ვირუსების შემთხვევებმა იმატა
00:47 / 12.01.2020
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. ქალაქის ორივე კლინიკაში, ბოლო 10 დღეა, პაციენტების რაოდენობა თანდათან იზრდება. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადად, მაღალი სიცხით, ხველებით, სურდოთი და ღებინებით შედიან.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მათთან შესული პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. დღეის მდგომარეობით, სტაციონარში 25 პაციენტი რჩება, დანარჩენებს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ და გაეწერნენ.
კლინიმა "იმედს", პირველი იანვრიდან დღემდე, 300-მდე პირმა მიმართა, აქედან 20 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათი ასაკი ძირითადად, 0-დან 6 წლამდეა. პაციენტები კლინიკაში საშუალოდ, 5 დღის განმავლობაში რჩებიან.
ორივე სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ძირითადად, A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. თუმცა საერატო მდგომარეობა საგანგაშო არ არის. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების მიზეზს, მედიკოსები ვერ ხედავენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.