საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის კოლეჯი იხსნება, ამასთან დაკავშირებით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯმა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ღია კარის დღე მოაწყეს.
სასწავლებელი ფუნქციონირებას დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე 27 დეკემბრიდან დაიწყებს. სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება ორ ნაკადად მოხდება თებერვალსა და სექტემბერში. კოლეჯი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს. მაღალრეიტინგული სტუდენტების საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ დააფინანსებს. კორპორაცია ასევე სტუდენტებისავის შეღავათიანი კრედიტის გაცემასაც უზრუნველყოფს. კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ ჩააბარონ ამერიკის საექთნო სალიცენზიო გამოცდა, რომელიც მათ მწვანე ბარათსა და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის უფლებას მისცემს.
ღია კარის დღეების გამართვა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.