ჯანდაცვა
ბორჯომში, აივნიდან გადმოვარდნილი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ
სამი წლის გოგო, რომელიც ბორჯომში, სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში, ამ წუთებში გადაჰყავს. კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხებმა აჩვენა, რომ ბავშვს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს.
„კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. აღმოჩნდა მოტეხილობა, ამ წუთებში ვამზადებთ თბილისში გადასაყვანად, სადაც მკურნალობას პედიატრიულ კლინიკაში გააგრძელებს“, - გვითხრა სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.
შემთხვევა დღეს, 24 თებერვალს მოხდა. სამი წლის გოგოს ოჯახის წევრები, რომლებიც ქუვეითის მოქალაქეები არიან, ბორჯომში, ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდნენ.
ამავე თემაზე:
ბორჯომში, სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადმოვარდა
გააზიარეთ :