აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოთავსებული 15 პირი თავს კარგად გრძნობს. არც ერთ მათგანს სიცხე ან ვირუსის სხვა ნიშნები არ აღენიშნება - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაწესებულების დირექტორმა განაცხადა. რევაჟ ჟღენტის თქმით, კარანტინში მყოფ საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები თბილისში ჩაუტარდათ და ინფექცია არც ერთს აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მოხდა მათი იზოლირება აბასთუმანში. დირექტორი გამორიცხავს, რომ მათ კორონავირუსი დაუდასტურდეთ.