ახალციხეში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
17:25 / 10.03.2020
10 მარტის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირების რაოდენობა, რომლებიც ექიმების მითითებით საკარანტინე პერიოდს სახლში ატარებენ, ერთ დღეში ხუთით გაიზარდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს. მათ საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი სხვადასხვა დროს გადმოკვეთეს. კერძოდ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტები. ისინი ძირითადად თურქეთიდან, იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულნი.
ქეთევან ჯინჭველაძის თქმით, მოქალაქეებს პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელონ თვითიზოლაციის წესები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა თვითიზოლაციის წესების შესრულება, მათ იძულების წესით საკარანტინე ზონებში გადაიყვანენ.
„ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომატიკა ამ 16 ადამიანის შემთხვევაში არ ვლინდება“, - გვითხრა ქეთევან ჯინჭველაძემ. გუშინ, ცხრა მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციიდან სამი პირი მოიხსნა. მათ ორკვირიანი საკარანტინო ვადა ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ამოეწურათ. ექიმები დარწმუნდნენ, რომ ეს მოქალაქეები კორონავირუსის ინფექციის მატარებლები არ არიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.