კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 2 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.
„2 პაციენტთა განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ანუ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა,“ – ამბობს ეზუგბაია.
საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსული ინფექცია 54 ადამიანს დაუდასტურდა. მანამდე კი 16 მარტს პირველი განკურნებული პაციენტი ინფექციურდან გაწერეს.