ჯანდაცვა
ახალციხეში ცხელების ცენტრი უქმდება
საქართველოს მთავრობის #322 დადგენილების თანახმად, პირველი ივნისიდან ახალციხის კლინიკა "იმედში" მოწყობილი ცხელების ცენტრი უქმდება.
ცხელების ცენტრები იფუნქციონირებენ საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შესაბამისად, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს ამ კლინიკებში მოათავსებენ.
"იმედის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აღადგენს და მოსახლეობას ყველა სახის ამბულატორიულ თუ სტაციონარულ სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფს, მათ შორის ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებს ოპერაციებს.
"ინფექციის კონტროლის კუთხით შენარჩუნებულია მაღალი დონის მზაობა და რეკომედნაციების სრულყოფილად დაცვა", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ :