ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ფეისბუქ ლაივის დროს "მეცხრე არხის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს. ამირან გამყრელიძე და ხათუნა ზახაშვილი ჯავახეთში ინფიცირებული მამაკაცის ორი დღის განმავლობაში ყოფნას და მოსახლეობასთან შეხვედრას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.